Description: რუსთაველი, შოთა.ყილოშტყებამი: "ვეფხისტყაოსანი" მეგრულ ენაზე; თარგმნა აბელ ფეტელავამ; რედაქტორი გური ოტობაია; საგამომცემლო ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ხარჩილავა;დიზაინი ლევან ბოჭორიშვილი.თბილისი: საერთო სიტყვა, 2020.383 გვ.; 29 სმ.***Rustaveli, Shota.Kiloshtkebami: "Vepkhistkaosani" in Mingrelian (Megrelian) language;Translated by Abel Fetelava;Editor Guri Otobaya;Head of publishing group Vakhtang Kharchilava;Design by Levan Bochorishvili.Tbilisi: Common Word, 2020.383 p.; 29 cm.***დღემდე `ვეფხისტყაოსნის~ მეგრულად გადმოთარგმნის სამი მცდელობა იყო. პირვალად იგი სადადიანოს კოლორიტულმა პიროვნებამ, კაკა ჟვანიამ თარგმნა შოთა რუსთაველის 800 წლისთავთან დაკავშირებით 1965 წელს; მოგვიანებით _ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ბატონმა გედეონ შანავამ და მესამედ _ გასული საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოსმა ბენედიქტემ.თუმცა, მიუხედავად სამი მცდელობისა, ამ თარგმანებში მაინც ვერაფრით მოხერხდა ავტორის პოეტური სიდიადის ადეკვატური გადმოცემა.სულ სხვა სურათია `ვეფხისტყაოსნის~ წინამდებარე თარგმანში, რომელზეც მარტვილელ მასწავლებელს, ფილოლოგ აბელ ფეტელავას 20 წელიწადზე მეტი უმუშავია. გასაოცარია მისი მთარგმნელობითი ხელოვნება, ორიგინალის სიღრმეების წვდომა, კვალიფიციური ცოდნა თავად მეგრული ენისა, შესაშური ნიჭიერება, სილაღე და სითამამე, რომელიც არ გადაგაქცევს დედნის ყურმოჭრილ მონად და ანკარა პოეტური სიტყვის თვალშეუდგამ უკიდეგანობას გაზიარებს.აკადემიკოს აპოლონ სილაგაძის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ: `ვეფხისტყაოსნის~ აბელ ფეტელავასეული თრგმანი ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე მაღალმხატვრულია არათუ მეგრულ, არამედ აქამდე არსებულ ნებისმიერ თარგმანთან შედარებით~.ზოგჯერ ისმის საყვედურნარევი კითხვა: რა საჭიროა `ვეფხისტყაოსნის~ მეგრულად თარგმნა? განა მეგრელი კაცისთვის `ვეფხისტყაოსანი~ ისეთივე მშობლიური არ არის, როგორც ყველა ქართველისთვის?რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ თუ შევთანხმდებით, რომ მეგრული ენა, რომელსაც აკაკი წერეთელი ნამდვილი ქართული სიტყვების სალაროს უწოდებს, ზოგადეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლია, ცხადია, მას მოვლა, დაცვა და, რაც მთავარია, შენახვა სჭირდება, `ვეფხისტყაოსანი~ კი ამ მხრივ ყველაზე საიმედო განძთსაცავია _ `ვეფხისტყაოსანს~ მიბარებული მეგრული ენაც ისევე მარად იცოცხლებს, როგორც თავად ეს უკვდავი პოემა და საქართველო~.
Price: 100 USD
Location: Tbilisi
End Time: 2025-01-15T16:26:57.000Z
Shipping Cost: 25 USD
Product Images
Item Specifics
Restocking Fee: No
Return shipping will be paid by: Buyer
All returns accepted: Returns Accepted
Item must be returned within: 30 Days
Refund will be given as: Money Back
Binding: Hardcover
Place of Publication: თბილისი Tbilisi Тбилиси
Language: Mingrelian
Special Attributes: 1st Edition, Illustrated, Limited Edition, Luxury Edition
Author: Shota Rustaveli
Region: Europe
Publisher: საერთო სიტყვა
Topic: Literature
Country/Region of Manufacture: Georgia
Subject: Literature & Fiction
Original/Facsimile: Original
Year Printed: 2020